იელის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარის სისხლიანი მოვლენების ამსახველი კადრების აჩვენეს.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ისტორიული მიმოხილვა გააკეთეს, ისაუბრეს 9 აპრილის წინაპირობებზე, წაიკითხეს ლექსები და სიტყვები.
„მათ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული 21 ადამიანის სულს, გამოხატეს მადლიერება დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილების მიმართ და ისაუბრეს მშვიდობის როლზე. გამოეხმაურნენ უკრაინაში განვითარებულ უმძიმეს მდგომარეობას. ისაუბრეს ქვეყანაში და საერთოდ მსოფლიოში მშვიდობის აუცილებლობაზე. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთად შეაფასეს ამ დღის და მსგავსი მოვლენების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ომის და მშვიდობის კავშირზე მდგრადი განვითარების მიზნებთან. დასკვნით ნაწილში საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლეილა ხვიბლიანმა და მადლობა გადაუხადა შეკრებილთ. ჩვენი, როგორც მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე პირთა, უმნიშვნელოვანესი. ამოცანაა არ დავივიწყოთ ეს მოვლენა, ყველამ ყოველთვის მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის