„გვახსოვდეს 9 აპრილი“- საჩინოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება
11-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით „გვახსოვდეს 9 აპრილი“, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს, მათ პოსტერები და ნახატები შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობაში, პედაგოგ ლია დიასამიძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203