ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მუდამ საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლა ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტში EU-EG აქტიურად ჩაერთო.
„პროექტი მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მიზნად აქტიური მოქალაქის აღზრდას ისახავს, რომელიც გარემოს დაცვასა და ზრუნვაზე პასუხისმგებლობას აიღებს, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარომონიაში ცხოვრობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.