
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის - „დღე ტკივილისა და დღე გამარჯვების“, ფარგლებში, ისტორიის პედაგოგმა და სკოლის თვითმართველობამ VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს გააცნეს მიზეზები, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 1989 წლის მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისში. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობისა და მისი შედეგების შესახებაც ისაუბრეს.
მოსწავლეებმა კი თავიანთი ემოციები პოსტერების საშუალებით გამოხატეს. ისინი შეხვედრის მომდინარეობაში დიდი მონდომებთ ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და ნამუშევრებზე მუშაობისას, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: