ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კიდევ ერთი საინტერესო შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა
08-04-2022
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მიმზიდველი და საინტერესო გახადოს. ამ მიზნით, გიმნაზია ხშირად მიმართავს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო სახალისო აქტივობებს. 

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე etaloni.ge -სთან აღნიშნავს, რომ  მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწიელობით გაიმართა ინტელექტუალურ კონკურსი „რა? სად? როდის?“, რომელიც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 

„გიმნაზია რამდენიმე წელია ჩართულია ამ პროექტში, ამჯერად ღონისძიების ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი ზეინაბ ბუაჩიძე იყო. შეჯიბრს თითოულ ეტაპზე ეთიშებოდა ყველაზე დაბალქულიანი კლასი, ფინალში კი ერთმანეთს მე-11 და მე-12 კლასის მსოწავლეები შეხვდნენ. ფინალი ძალიან დაძაბული იყო და გუნდები თითქმის ბოლომდე თანაბარი ქულებით მიიწევდნენ წინ და ნამდვილად შესაშური ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს. შესაბამისად, მეც როგორც ჟიურის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება ორივე გუნდი გამარჯვებულად გამოგვეცადებინა. 

ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო ბავშვებს მონაწილეობისთვის და ამ პროექტის ხელმძღვანელს, ზეინაბ ბუაჩიძეს“, - განაცხადა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203