ხვანჭკარის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
08-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგის, ირინა მეტონიძის ხელმძღვანელობით ღონისძიება „ერთი დღე ორ ისტორიულ კონტექსტში - დღე ტკივილისა და დღე ამაღლებისა“, ჩატარდა.
მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები მოამზადეს. გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას; ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე გულითადად ჩაერთო და გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.