„დავიცვათ წყალი!“ - ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
08-04-2022
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება.

ამჯერად, მე-7 კლასში ბიოლოგიის პედაგოგმა, მელანია ბდოიანმა თემაზე - „დავიცვათ წყალი“ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.

​აქტივობის ფარგლებში ბავშვები წყლის რესურსების დაცვის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოსტუმირებული იყო და ბავშვებმა თემა საზეიმო ვითარებაში წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203