დმანისის N2 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
08-04-2022
დმანისის N2 საჯარო სკოლაში სახელმწიფო და უცხო ენის კათედრების, ასევე სკოლის ბიბლიოთეკარისა და მოსწავლეთა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობით საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება 2 აპრილს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრებისა და სხვა საბავშვო მწერლების საყვარელი მოთხრობების თემაზე გაიმართა. მოეწყო საბავშვო ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, რომლებსაც ანოტაცია გაუკეთდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ბავშვებმა მოაწყვეს თავიანთი საყვარელი წიგნების გამოფენა, ასევე კითხვის მოყვარულმა მოსწავლეებმა დაამზადეს და გამოფინეს საკუთარი „სივები“.

აქტივობა ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდა. მოეწყო ჰანს ქრისტიან ანდერსენის ნაწარმოებების თემაზე ზღაპრების ჩვენება და მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა.

ასევე, კვირეულის დასასრულს საბავშვო მწერლების ნაწარმოებების თემაზე შექმნილი ზღაპრების ჩვენება გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა ბავშვთა ნახატების საგამოფენო სტენდი, რასაც ანოტაციები ასევე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გაუკეთდა

დასასრულს ღონისძიებაში ჩართული აქტიური მოსწავლეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203