დიდი სმადის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, წყლის მნიშვნელობისა და მისი მოფრთხილების აუცლებლობის შესახებ ისაუბრეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებით, პოსტერებიც შექმნეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„ვისწავლოთ წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა. ერთი მოვლენა და სასწავლო საგნების ერთობლიობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: