თბილისის N31 სკოლის მოსწავლეებმა ექიმის როლი მოირგეს
08-04-2022

თბილისის N31 საჯარო სკოლის IV კლასში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

მასწავლებელი მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა, აღნიშნა რა აუმჯობესებს და აზიანებს ორგანიზმს.​ ამის შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები და მოირგეს ექიმის როლი.

ღონისძიებას პედაგოგი დალი ხმალაძე-პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. კოსტიუმირებულ როლურ თამაშში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე 7 აპრილს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203