ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
08-04-2022

ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები მუდამ აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით (იმედა წითელაძე, მარიამ აბულაძე და ლილია რომანაძე) ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა“, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „შინაარსიანად გავატაროთ თავისუფალი დრო“ მონაწილეებმა საინტერესო და მიმზიდველი ნომრები წარადგინეს.

ჩატარებული ღონისძიება კი მეტად მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული იყო - ბავშვებმა თემატური პრეზენტაციები, სპორტული თამაშები, ცეკვები და სხვ. გამართეს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეები ღონისძიებაში დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203