„სიცოცხლისთვის, ჩემო დედა, დღეს მადლობას გიხდი!“- ტვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
08-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად ტარდება.

სკოლაში ამჯერად, დისტანციურად ღონისძიება სახელწოდებით - „სიცოცხლისთვის ჩემო დედა დღეს მადლობას გიხდი“ ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო, რომ ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება საინტერესო, სასიამოვნო და მრავალფეროვანი ყოფილიყო. 

ღონისძიებაში ასევე, აქტიურად მონაწილეობდა მეორე კლასის ნიჭიერი მოსწავლე ანასტასია ბანძელაძე, რომელმაც მეტად საინტერესო ლექსი მხატვრულად წაიკითხა. 

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203