დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
08-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის, დიდი დმანისის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცოხვრებაში. პედაგოგები კი პირველივე საფეხურიდან იწყებენ იმაზე ზრუნვას, პატარებს არა მხლოდ სწავლა, არამედ კითხვაც შეაყვარონ.
დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგი, პირველი კლასის დამრიგებელი ხათუნა ოქრიაშვილიც ყველაფერს აკეთებს, ბავშვებისთვის წიგნი ერთგული მეგობარი გახდეს და სწორედ ამ მიზნით, წიგნიერების დონის ამაღლებისა, წიგნის კითხვის წახალისებისთვის, უსაყვარლეს მოსწავლეებთან ერთად, დიდი დმანისის ბიბლიოთეკას ესტუმრა.
„გულთბილად დაგვხვდა ბიბლიოთეკარი ქალბატონი ეთერი. ბავშვებს გააცნო სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა, აუხსნა წიგნის მოხმარების წესები. დავათვალიერეთ ზღაპრები. დავგეგმეთ, რომ არდადეგებზე გამოვიწერთ წიგნებს და დავიწყებთ კითხვას. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოებიც.ბავშვებმა ემოცია ვერ დამალეს უამრავი წიგნის დანახვაზე. წავიკითხეთ ზღაპარი წითელქუდა“, - ასე აღწერს ქალბატონი ხათუნა ოქრიაშვილი მოსწავლეების მოგზაურობას დიდი დმანისის ბიბლიოთეკაში, საიდანაც პატარებმა წიგნის დიდი სიყვარული წამოიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის