„საქართველო 9 აპრილის შვილია“ - გრემის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
08-04-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით,მე-8-მე-9 კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „საქართველო 9 აპრილის შვილია“, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ისტორიის პედაგოგი თეონა ახალკაციშვილი;

ამ დღეს, გრემის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის  მოვლენები, პატივი მიაგეს მშვიდობიან მიტინგზე საბჭოთა ჯარების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მომიტინგეების ხსოვნას! პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი გახლდათ გრემის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - თამარ ხეჩიაშვილის მიერ დახატული თემატური პოსტერები.

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203