აბაშის მუნიციპალიტეტის, ტყვირის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, უსაყვარლესი პედაგოგების ძალისხმევით, ვითარდებიან არა მხოლოდ ფორმალური განათლების მიმართულებით, არამედ მონაწილობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებშიც.
ტყვირის საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა და ადგილობრივი მოსწავლეებიის ნაწილი უშუალოდ მონაწილეობს სპორტულ ღონისძიებებში.
ახლახან აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო შეჯიბრება მძლეოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეჯიბრებისას იყო დიდი ჟრიამული, გულშემატკივართა გულანთებული შეძახილები, რითაც ისინი მონაწილეებს ამხნევებდნენ და საბოლოოდ, დიდმა მეგობრობამ გაიმარჯვა. ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებული ასპარეზობისთვის, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: