ერტისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
08-04-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებსა და ქალებს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ნახატები დახატეს, მშობლებს წერილები დაუწერეს, ფერადი ფურცლებისგან აპლიკაციები შექმნეს და გაზაფხულის დღესასწაულები ყველას მიულოცეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობაში დიდი მონდომებთ ჩაერთნენ. 

ღონისძიების ორგანიზატორები დაწყებითი კლასების პედაგოგები რუსუდან მანაშვილი, ნატო წიკლაური, ელენე წიქარიძე, სალომე მენთეშაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ხათუნა ლიპარტელიანი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203