„დღე ტკივილისა, დღე დამოუკიდებლობისა“- აღვის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის დაღუპული გმირების პატივსაცემად და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ ფილმი ნახეს, ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და თავიანთი დამოკიდებულება სხვებს გაუზიარეს. მათ დაღუპულებს პატივი მაგეს და სანთლები დაანთეს.
აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„დღე ტკივილისა, დღე დამოუკიდებლობისა“.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება 1989 წლის 9 აპრილის დაღუპული გმირების პატივსაცემად, ასევე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: