იმირის საჯარო სკოლა პირველკლასელთა მისაღებად მზადაა - მათი რაოდენობა 20-მდე იქნება
08-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, სელმინაზ ალიევამ Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 20-მდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

სკოლის დირექტორი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ უნდა აირჩიონ მოსწვლეებმა მათი სკოლა. მისი თქმით, მალე თანამედროვე სტანდარტების სკოლა უნდა აუშენონ, გარდა ამისა, ახალი კადრების მირებასაც აპირებენ და სასწავლო გარემოც საუკეთესოა.

„ჩვენ უნდა აგვიშენონ ახალი სტანდარტების სკოლა. სკოლა იქნება თანამედროვე, იგეგმება ახალი კადრების მიღება, გვექნება კარგი სწავლა და ველოდებით ახალ მოსწავლეებს“,- ამბობს სკოლის დირექტორი სელმინაზ ალიევა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203