ღადოლარის საჯარო სკოლაში წელს 6-მდე პირველკლასელს ელოდებიან - მოსწავლეთა განათლებაზე პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ
08-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესი მუდამ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პედაგოგები მოსწავლეებს სრულყოფილ განათლებას აძლევენ. სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.
დირექტორის, ჰამბარცუმ მურადიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სკოლის კარს 5-6 პირველკლასელი შეაღებს.
პატარა მოსწავლეები კომპიუტერებითა და სახელმძღვანელობით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ხოლო მათ განათლებაზე პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი იზრუნებს
სკოლის თითოეული თანამშრომელი დირექტორის, ჰამბარცუმ მურადიანის ხელმძღვანელობით მოწოდებულები არიან იმისთვის, რომ ბავშვებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ და ისეთ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც საკუთარ მუნიციპალიტეტსა და სამშობლოს გამოადგებიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო თუ სახალისო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი ხალისით მონაწილეობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის