„ჩონგური საქართველოა“- საბეჭისის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ღონისძიება
08-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო და ინფორმაციული ღონისძიება „ჩონგური საქართველოა“ ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელებიც ნანული ხოზრევანიძე და ნინელი ვიბლიანი გახლდათ.
ღონისძიების მიზანი საქართველოს რეგიონების გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიის, კულტურული ძეგლების ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების გაცნობა იყო; ასევე, საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტული გრძნობის გაღვივება, დაინტერესება მისი წარსულითა და თანამედროვეობით.
ღონისძიებაში მონაწილე ოცმა მოსწავლემ თითოეულ რეგიონზე წაიკითხეს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ასევე, გააერთიანეს, გაამთლიანეს და სხვადასხვა კუთხიდან დამსწრე საზოგადოებას საქართველო დაანახეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის