დადეშის საჯარო სკოლაში წელს 14 პირველკლასელი შეაბიჯებს - მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო დახვდებათ
08-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეებს განსაკუთრებულად ელიან.

დირექტორის, სურენ აკოპიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სკოლის კარს წელს თოთხმეტი პირველკლასელი შეაღებს.

პატარა მოსწავლეებს სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები დახვდებიან; ასევე, კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203