ნაგომარის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს
08-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ხელმძღვანელები: მ. ანდღულაძე, თ. სტეფანია და რ. კალანდარიშვილი) ჩატარდა.

ღონისძიებაში მე-7, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ღონისძიების ფარგლებში დაღუპულ გმირებს მიაგეს პატივი და ეს ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203