დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მესამეკლასელთა მორიგი დაუვიწყარი აქტივობა - მოსწავლეები ჰანს ქრიატიან ანდერსენის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ
08-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარი აქტივობა ჩაუტარდათ. პატარები ცნობილი დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს ქრიატიან ანდერსენის ბიოგრაფიულ მონაცემებს გაეცნენ.

კლასის ხელმძღვანელმა, ნინო მახაჭაძემ და ბიბლიოთეკარმა, ლუარა ხალვაშმა სკოლის ბიბლიოთეკაში ბავშვებს ზღაპარი „თოვლის დედოფალი“ წაუკითხეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობა მეტად საინტერესო იყო და მათ სკოლის მოგონებებს კიდევ ერთი დაუვიწყარი მომენტი შეემატა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203