განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორწლიანი საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით დაასრულეს
08-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები ორი წლის მანძილზე ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში - „საგანმანათლებლო ჰაბები: განვითარებული უნარები ძლიერი საზოგადოებისთვის“ იყვნენ ჩართულები. აღნიშნული მეტად საინტერესო პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ინგლისური ენის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან ერთად, მოლაპარაკების, დიალოგისა და დებატების უნარ-ჩვევები დახვეწეს.
ბავშვები პროექტში არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ ჩართულები და ერთობლივი ძალისხმევით ზუმის პლატფორმის დახმარებით მასწავლებლებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც თემში არსებულ პრობლემებს, გენდერულ და გარემოსდაცვითი საკითხების ამაღლებას ემსახურებოდა.
პროექტის დასრულებისას ბრიტანეთის საბჭომ მოსწავლეები სერტიფიკატებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ განთიადის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თინათი ბურკიაშვილია, რომელსაც მოსწავლეების განათლებაში უდიდესი წვლილი აქვს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის