ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
08-04-2022

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასში დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ელისო ჯანელიძემ ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული ენა და ლიტერატურა/მე და საზოგადოება) ჩაატარა.

მესამეკლასელებმა იტალიელი მწერლის, სილივია სერელის მოთხრობა - „თეა, მჩაგვრელების ვის ეშინია?“, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა მწერალმა და პედაგოგმა, მაია ტურაბელიძემ, რომელიცმე და საზოგადებაში შესწავლილ თემებს : მოსწავლის მოვალეობები და კლასის წესები, ტოლერანტობა და კონფლიქტი დაუკავშირეს.

„მოთხრობის გასააზრებლად გაკვეთილზე გამოიყენეს შემდეგი მეთოდები და აქტივობები: როლური კითხვა, სიტყვის ცნების რუკა, მოვლენათა ჯაჭვი, თავიდან, შემდეგ, ბოლოს; ხუთი კითხვა, ვიღაცას, უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ; პერსონაჟის რუკა. კომპლექსური დავალების სახით კი იმუშავებენ ჟანრის შეცვლაზე - მოთხრობას წარმოაჩენენ კომიქსის სახით. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ ძალადობა, დაშინება, დაცინვა აღარ იარსებებს, თუ შეძლებენ მორცხვი და მგრძნობიარე პიეტროს მსგავს ბავშვებს კარგად და თავაზიანად მოექცნენ.  მოეწონათ თეას მეგობრობის კონფლიქტის მოგვარების გზა მოძალადის და მისი თანამზრახველების თამაშში ჩართვა. აღნიშნეს, რომ ელისო მასწავლებელთან ერთად ისინიც ტოლერანტ საზოგადოებას აშენებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...