საჩინოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა „მგელი და კრავის“ ინსცენირება მოაწყვეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში მოსწავლეეებს მრავალფეროვან და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლაში მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, პედაგოგმა მზევინარ ბერიძემ მე-4 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარა.
გაკვეთილის თემა „მგელი და კრავის“ ინსცენირება იყო. მოსწავლეებმა როლები მოირგეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ნაწარმოების ცოდნა და სამსახიობო უნარები ერთდროულად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: