წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
08-04-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში UNICEF-ის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული სასკოლო პროექტის - „ბავშვის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“, კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება გაიმართა.
სასკოლო პროექტს - „განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვნებას“ გიორგი ბებიძე და მარინა გოლეთიანი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს, სადაც განხილული საკითხები ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს და კოდექსს ეხებოდა.
„ჩვენ სკოლას გადაეცა ბავშვის უფლებებზე მიძღვნილი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და ფასიანი საჩუქრები. პროექტში ჩართულ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი. სერტიფიკატი და „ბავშვის უფლებების ცენტრის“, სამახსოვრო მედალი გადაეცა გამარჯვებულ სკოლას და დირექტორს ნარგიზი ფირცხალავას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, ბატონი მამული ბუჭუხიშვილი, ბავშვის უფლებათა ექსპერტი - ნატო ქობულაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და სასწავლო პროცესში გამოყენების სპეციალისტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ - კონსუტანტი - ნოდარ ცაგარეიშვილი. ბავშვის უფლებათა ცენტრის სპეციალისტი - მაია ბუჭუხიშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის