უწერის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მეტრეველი სარეკლამო რგოლში გადაიღეს
08-04-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლა მე-12 კლასის მოსწავლემ, მარიამ მეტრეველმა ასახელა.

მეთორმეტეკლასელი „თი ბი სი“ ბანკის სარეკლამო რგოლში ახალი კამპანიის რეკლამირებისთვის გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ასევე „თი ბი სი“ ბანკის სტიპენდიანტია.

სკოლისთვის მუდამ სასიხარულო და საამაყოა თითოეული აღსაზრდელისა და კურსთამთავრებულის წარმატება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203