კურსების საჯარო სკოლის VII კლასში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის VII კლასში გაკვეთილზე ანტიკური და გვიანი ანტიკური ხანის შესახებ ისაუბრეს.
გაკვეთილი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ჩატარდა. მას საგნობრივი ექსპერტი მინდია მაცაბერიძე ესწრებოდა.
მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ თავიანთი ცოდნა გამოავლინეს დს სხვებსაც გაუზიარეს.
„ჩემმა შრომისმოყვარე და მონდომებულმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო სტატიები და პოსტერები ელინიზმის ეპოქაზე“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: