ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ჩატარდა
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საზოგადოებასა და სასწავლო პროცესში ბოშათა ინტეგრაციის მიზნით, პროექტი - „ბოშები და სკოლა“ მიმდინარეობს. სკოლაში ბოშათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. მის ფარგლებში, საქართველოს ეთნიკური შემადგენლობისა და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა წერილობითი დავალებები „საქართველო - ტოლერანტული ქვეყანა“, კედლის გაზეთი და ფლაერები, ნახატები შექმნეს. მათ ასევე, ფილმს „ბოშები“ უყურეს და მუსიკალურ-ლიტერატურული ინსცენირება მოაწყვეს.
კვირეულის მიმდინარეობაში პედაგოგები მთვარისა კიკვაძე, სოფო ხმელიძე , მარიამ რობაქიძე, სოფო მაღლაკელიძე მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: