კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველო-ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პირველი სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა
08-03-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პირველი სამეცნიერო ფორუმი, კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.
ფორუმს „ირანის როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში“ - ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - აბას რეზაფური, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრან ფარდი, კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული ღონისძიება ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების დაახლოებისა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია