„ჩვენ და ჯანმრთელობა“- დილიკაურის საჯარო სკოლის მესამეკლასელები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
08-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ვიოლეტა სალაძის ხელმძღვანელობით აქტივობა - „ჩვენ და ჯანმრთელობა“ განახორციელეს.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიეს.

ასევე, თანატოლები დაარწმუნეს, რომ სწორი კვება და სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.

აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბარათები დაამზადეს, რომლებიც სკოლაში დაარიგეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203