გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
08-04-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული დღე და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე თარიღის სიმბოლო - ტიტები გასდევდა ფონად.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203