„ისპანახის ქიმია“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კომპლექსური დავალება
08-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კომპლექსური დავალება შეასრულეს.

მოსწავლეების ქიმიის პედაგოგი მაია გურეშიძე გახლავთ.

მეთერთმეტეკლასელებმა PowerPoint-ში მომზადებული ვიდეო მასალით კომპლექსური დავალება - „ისპანახის ქიმია“ წარადგინეს. მოსწავლეებმა ჟანგბადშემცველი ორგანული ნაერთების წარმომადგენელი - კარბონმჟავა შეისწავლეს. 

ვიდეომასალაში ხაზგასმით წარმოაჩინეს მჟაუნმჟავას აგებულება, ქიმიური და ფიზიკური თვისებები. ისაუბრეს ისპანახის აგებულებაზე, ქიმიურ შედგენილობაზე, როგორ მოხვდა ისპანახი საქართველოში, მისი კულინარიაში გამოყენების დადებით და უარყოფით ასპექტებზე.

წინასწარ დამზადებული წითელი კომბოსტოს ინდიკატორით, დაადასტურეს ისპანახის შედგენილობაში მჟავას არსებობა. მოსწავლეთა შეფასება განხორციელდა სოლო ტაქსონომიის რუბრიკით.

სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ კომპლექსური დავალების შესრულების მაღალ დონეზე ისაუბრა; მან ასევე, მოსწავლეებს და საგნის მასწავლებელს, მაია გურეშიძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203