ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ეკო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
08-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებთან ეკო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც - „კოლხური ტყის საგანძური“ იყო.

შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა მნიშვნელოვან საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს და ასევე, სხვადასხვა თემატური აქტივობები შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეხვედრაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203