„ვინ უკეთ კითხულობს პოეტ მურმან ლებანიძის პოეზიას?“ - გომბორის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
08-04-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში საქართველოს გამოჩენილი პოეტის, მურმან ლებანიძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით ლიტერატურული კონკურსი - „ვინ უკეთ კითხულობს პოეტ მურმან ლებანიძის პოეზიას“ ჩატარდა.
კონკურსში 30-მდე უფროსკლასელი მონაწილეობდა. აღნიშნული კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - თამარ არაბულისა და ლეილა არჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა; სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაური გახლავთ, რომელიც სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა კონკურსებისა თუ აქტივობების გამართვაში ყოველთვის მხარს უჭერს.
საკონკურსო ჟიურიმ გამარჯვებულად მეხუთეკლასელი გვანცა გიგოლაშვილი ცნო.მეორე ადგილი გაიყვეს მერვეკლასელმა, ლევან ლაგაზაურმა და მეხუთეკლასელმა, ლაშა ნიბლოშვილმა, ხოლო მესამე ადგილზე მეცხრეკლასელი ლიკა ნოვრუზოვა გავიდა.
კონკურსის ყველა მონაწილე სიგელებით და სუვენირებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელი პოეტ მურმან ლებანიძის საიუბილეო წელია, მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. სკოლაში მურმან ლებანიძის ლექსები ხშირად ისწავლება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის