ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟთა შორის გამართულ ფრენბურთის ტურნირში I ადგილი მოიპოვეს
08-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ტურნირში დიდი წარმატებით იასპარეზეს და მათ, ვაჟების ფრენბურთში I ადგილი მოიპოვეს.
სპორტული თამაშებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 11 სკოლა და 110 მოსწავლე მონაწილეობდა და ვაჟებს შორის 3 დღიანი ტურნირი ფრენბურთში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში გაიმართა.
სკოლის დირექცია და თითოეული წევრი ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მეორე ადგილზე ჩიქუნეთის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილ ზემო წინსვლის საჯარო სკოლას ერგო.
გამარჯვებულები თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო 3 სპორტსმენი, რომლებსაც საჩუქრად ბურთები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის