ვარდისუბნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი მასშტაბური ღონისძიება მოეწყო
08-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მასწავლებლების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას; ამასთან ერთად, ვარდისუბნის პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა ფორმალური განათლების მხარდამხარ, მოსწავლეები ჩართულები იყვნენ, არაფორმალური განათლების პროექტებში.

ვარდისუბნის საჯარო სკოლელებმა ისიც კარგად იციან, რომ დედაბუნებას გაფრთხილბა სჭირდება და 21 მარტს ტყის დღე მასშტაბურად აღნიშნეს -  ეკოსკოლა „ვარდისუბნის" კომიტეტის წევრების ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება, მოამზადეს პრეზენტაცია ტყის დღესთან დაკავშირებით და სასკოლო სივრცეში წარუდგინეს მოსწავლეებს.

გარემოსდაცვით აქტივობაში მთელი სკოლა ჩაერთო; მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი, ასევე ბუკლეტი, სადაც განათავსეს სასარგებლო ინფორმაცია ტყესთან დაკავშირებით... დაწყებითი კლასის ბავშვებმა კომპიუტერული ტექნოლოგიის გაკვეთილზე შექმნეს ხატვის პროგრამაში ნამუშევრები, პირველკლასელმა მოსწავლეებმა ციფრული ინსტრუმენტით - „ვსწავლობთ თამაშით“ შექმნეს კომიქსები ბუნების შესახებ და ასევე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ციფრული ინსტრუმენტის - „მაინკრაფტის“ გამოყენებით, შექმნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რომელსაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სტუმრობისას, სააქტო დარბაზში სტუმრებს წარუდგენენ.

„აქტივობები რამოდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ ნამუშევრებს და ეს კი მათ ცოდნას აამაღლებს მდგრადი განვითარების მიმართულებით. ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან, თუ რა სასიცოცხლო ფუნქცია აქვს ტყის მოვლა-პატრონობას, რა როლს ასრულებს ტყის სხვადასხვა სახეობა ბუნებაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მსოფლიო მოსახლებას მოუწოდეს - შეწყდეს ტყის ჩეხვა! უნდა მოუფრთხილდეთ ბუნებას, რათა შევინარჩუნოთ მწვანე დედამიწა“, - აღნიშნულია ვარდისუბნის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203