დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სანთლის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას გაეცნენ
08-04-2022
დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ცვილის სანთლები დაამზადეს.
მოსწავლეებმა დავალება „სააღდგომო სანთელი“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოამზადეს. ისინი სანთლის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას გაეცნენ და აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მათი ხელმძღვანელი პედაგოგი იზა ნინიაშვილი იყო. მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედები უნარები წარმოაჩინეს.
„აქტივობის მიზანი იყო ცვილის სანთლის დამზადების ტრადიციის გადაცემა მომავალ თაობებზე.
მოსწავლეებმა დაამზადეს სანთლები და მასწავლებლებს მიულოცეს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის