იხტილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს
08-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმენილი. ისინი სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა დედობისა და სილამაზის შესახებ კედლის გაზეთი მოამზადეს. აქტივობაში ისინი, პედაგოგ გოარ შაჰბაზიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.