თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრნენ
თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო თეატრალური ფესტივალის გახსნაზე იმყოფებოდნენ.თბილისის საკრებულოში სასკოლო თეატრალური ფესტივალი „არტსკოლა“ 2022 წლის გახსნაზე სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მიიწვიეს.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და „არტსკოლის“ შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობებში ხშირად ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: