მარნეულის N3 საჯარო სკოლაში დიდი სამზადისია - ახალ სასწავლო წელს 80 პირველკლასელს ელოდებიან
08-04-2022
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, გიულნარა დარგალმა Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 80 იქნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203