„აქტიური, შემეცნებითი, პროფესიული ზრდის პერიოდი“ -წალკის N2 სკოლა სამწლიან საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდა
08-04-2022
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა british Council Georgia -სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ სამწლიან პროექტში მონაწილეობდა, რომელიც დასრულდა.

„ეს სამი წელი ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის აქტიური, შემეცნებითი, პროფესიული ზრდის პერიოდი იყო. მადლობა პროექტის ავტორებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203