ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
08-04-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე საგნის მასწავლებლის, ხათუნა ქავთარაძის ხელმძღვანელობით წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
პედაგოგთან ერთად, ბავშვები მდინარე ტანაზე წავიდნენ, სადაც წყლის, როგორც სიცოცხლის და ჯანმრთელობის ძირითადი ფაქტორის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. ასევე, გაიგეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ეკონომიურად გამოყენება და რამდენად აუცილებლობაა მდინარეების მოფრთხილება, რათა არ დაბინძურდეს.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის