ოჟიოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს ტოლერანტობის თემაზე აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-04-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებს „მე და საზოგადოებაში“ საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - ტოლერანტობა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო ძამუკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. პედაგოგის შეთავაზებული აქტივობები ხალისით შეასრულეს და იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად. 

გაკვეთილის შემდეგ პედაგოგმა მოსწავლეები საუკეთესოდ შესრულებული ჯგუფური სამუშაოსთვის დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203