ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალურ სპორტულ თამაშებში საპრიზო ადგილი დაიკავეს
08-04-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სპორტულ შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს. სპორტულ თამაშებში წელს მოსწავლეებმა მე-3 ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მოსწავლეებს საპრიზო ადგილზე გასვლას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, ყოველ წლიურად იმართება სპორტული შეჯიბრებები. ჩვენი სკოლა, მოსწავლეების სიმცირის გამო, ვერ ვღებულობთ მონაწილეობას, ყველა თამაშში. სამაგიეროდ მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში ყოველ წლიურად საპრიზო ადგილს ვიკავებთ. 2022 წლის თამაშებში, მე-3 ადგილს დავჯერდით. გუნდის მონაწილემ ლამის პირველ ადგილზე გასულ სკოლას, თასიც წაართვა. გისურვებთ, 2023 წელს პირველი ადგილი, დაგეკავებინოთ და თასი ღირსეულად აგეღოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203