კულიკამის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
07-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კულიკამის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

კულიკამის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს. რაც მთავარია, პედაგოგები მაქსიმალურს აკეთებენ, რათა მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ საინტერესო პროექტშიც მიიღონ მონაწილეობა.

ახლახან, ადგილობრივი მოსწავლეების მონაწილეობით, კულიკამის საჯარო სკოლაში სპექტაკლი დაიდგა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ - დიდი ხელოვნებისკენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203