ლომატურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები ღირსეულად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას
07-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ლომატურცხის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

ლომატურცხის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ რეალობას ხელი არ შეუშლია ადგილობრივი პედაგოგებისთვის, პირნათლად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა და რაც მთავარია, ლომატურცხის საჯარო სკოლა, როგორც მისი ხელმძღვანელი, ოგანეს შორაღიანი etaloni.ge-სთან აღნიშავს, მზად არიან ღირსეულად შეუძღვნენ ადგილობრივ მოსწავლეებს წიგნიერებისა და განათლების ჯადოსნურ სამყაროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203