პატარა სამსარის მეხუთეკლასელებმა დინოზავრის მოდელი დაამზადეს
07-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

პატარა სამსარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიურ რეალობას ხელი არ შეუშლია ადგილობრივი პედაგოგებისთვის, ღირსეულად შეესრულებინათ საკუთარი პროფესიული მოვალეობა. მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან, ადგილობრივმა მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის, სუსანა მკრტიჩიანის დახმარებით, საკუთარი ხელით შექმნეს დინოზავრის მოდელი; აქტივობა სახალისო, შემეცნებითი აღმოჩნდა და ეს დღე, პატარა სამსარის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203