წაჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი დახმარების საფუძვლებს ეზიარნენ
07-04-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

წაჩხურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს და ეხმარება, ღირსეულად გაართვან თავი, როგორც საგანმანათლებლო, ისე ცხოვრებისეულ გამოწვევებს. რაც მთავარია, პედაგოგები მაქსიმალურს აკეთებენ, რათა მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ საინტერესო პროექტშიც მიიღონ მონაწილეობა.

ახლახან, ადგილობრივი მოსწავლეები გაეცნენ პირველადი დახმარების საფუძვლებს; მე-6 კლასელებმა შეიტყვეს, როგორ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება კაპილარული, ვენური, არტერიული და ცხვირიდან სისხლდენის დროს... ეს იყო შემეცნებითი აქტივობა, რომელიც წაჩხურის მე-6 კლასის მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203